1. 1. პროექტის სახელწოდება: ყველაზე ,,გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი“.
2. 2. მთავარი იდეა (თემა): თანხის სხვადასხვა სფეროში დაბანდებათა შორის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა.
3. 3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სარგებლის მიღების სხვადასხვა ვარიანტებს და იმსჯელებენ საუკეთესო ვარიანტის არჩევაზე.
4. 4. პროექტის მიზნები: მონაცემის წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის ,,წაკითხვის“ უნარის განვთარება; თანხის ოდენობის, ინტერესის მიხედვით ხელსაყრელი სფეროს შერჩევა; შერჩეულ სფეროში წინასწარი სტატისტიკური მონაცემების შესწავლა; მოსალოდნელი შედეგების ვარაუდი; შედეგების შეფასება (დააბანდა თუ არა თანხა წარმატებით).
5. 5. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
6. 6. ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე.
7. 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ მონაცემების დამუშავების, შემდგომ მათი კვლევისა და ანალიზის უნარი.დაბანდებათა სხვადასხვა ვარიანტებიდან ოპტიმალური ვარიანტის არჩევის უნარი.
8. 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტში და ტელევიზიით წარმოდგენილი სხვადასხვა ინფორმაცია.
9. 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს წინასწარ ჩავუტარებ ლექციას მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენის შესახებ, შევახსენებ, რომ არსებობს სარგებლის დარიცხვის სხვადასხვა წესი: მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი.ბავშვებს ვთავაზობ ამოცანას: ვთქვათ თქვენ გაქვთ 10 000 ლარი და გსურთ ამ თანხის სარფიანი დაბანდება. შეგიძლიათ სამი ვარიანტიდან აირჩიოთ ერთ-ერთი: ა) დააბანდოთ ეს თანხა საამშენებლო კომპანიაში, რომელიც გთავაზობთ ამ საქმეში ჩადებული თანხის ყოველთვიურ მოგებას თავდაპირველად ჩადებული თანხის 12%-ს (სარგებლის მარტივი დარიცხვის წესი). ბ) ამ თანხით შეიძინოთ ვალუტა. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ. გ) თანხა შეიტანოთ ბანკში, რომელიც მეანაბრეს ყოველთვიურად დაურიცხავს ანგარიშზე არსებული თანხის 11%-ს (რთული დარიცხვის წესი). ბავშვები იყოფა სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს სამი ამოცანიდან ერთ-ერთს. ჩატარებული სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ფინანსურ მდგომარეობას მათთვის მოხერხებული ფორმით. მოახდენენ შედარებას და დასახელდება ყველაზე ,,გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენთა“ ჯგუფი.
10. 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა. ისტი.
11. 11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზიული ბაჯელიძე.
12. 12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziulibajelidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий