სასწავლო პროექტი


1.      1. პროექტის სახელწოდება: ყველაზე ,,გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი“.
2.      2. მთავარი იდეა (თემა): თანხის სხვადასხვა სფეროში დაბანდებათა შორის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა.
3.     3.   პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სარგებლის მიღების სხვადასხვა ვარიანტებს და იმსჯელებენ საუკეთესო ვარიანტის არჩევაზე.
4.      4. პროექტის მიზნები: მონაცემის წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის ,,წაკითხვის“ უნარის განვთარება; თანხის ოდენობის, ინტერესის მიხედვით ხელსაყრელი სფეროს შერჩევა; შერჩეულ სფეროში წინასწარი სტატისტიკური მონაცემების შესწავლა; მოსალოდნელი შედეგების ვარაუდი; შედეგების შეფასება (დააბანდა თუ არა თანხა წარმატებით).
5.     5.   მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
6.     6.   ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე.
7.      7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ მონაცემების დამუშავების, შემდგომ მათი კვლევისა და ანალიზის უნარი.დაბანდებათა სხვადასხვა ვარიანტებიდან ოპტიმალური ვარიანტის არჩევის უნარი.
8.      8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტში და ტელევიზიით წარმოდგენილი სხვადასხვა ინფორმაცია.
9.      9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეებს წინასწარ ჩავუტარებ ლექციას მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენის შესახებ, შევახსენებ, რომ არსებობს სარგებლის დარიცხვის სხვადასხვა წესი: მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი.ბავშვებს ვთავაზობ ამოცანას: ვთქვათ თქვენ გაქვთ 10 000 ლარი და გსურთ ამ თანხის სარფიანი დაბანდება. შეგიძლიათ სამი ვარიანტიდან აირჩიოთ ერთ-ერთი: ა) დააბანდოთ ეს თანხა საამშენებლო კომპანიაში, რომელიც გთავაზობთ ამ საქმეში ჩადებული თანხის ყოველთვიურ მოგებას თავდაპირველად ჩადებული თანხის 12%-ს  (სარგებლის  მარტივი დარიცხვის წესი). ბ) ამ თანხით შეიძინოთ ვალუტა. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ.  გ) თანხა შეიტანოთ ბანკში, რომელიც მეანაბრეს ყოველთვიურად  დაურიცხავს ანგარიშზე არსებული თანხის 11%-ს (რთული დარიცხვის წესი). ბავშვები იყოფა სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს სამი ამოცანიდან ერთ-ერთს. ჩატარებული სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ფინანსურ მდგომარეობას მათთვის მოხერხებული ფორმით. მოახდენენ შედარებას და დასახელდება ყველაზე ,,გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენთა“ ჯგუფი.
10.  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა. ისტი.
11.  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზიული ბაჯელიძე.
12.  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziulibajelidze@gmail.com

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება: გრაფი.
2.     პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები ადგენენ რომელიმე ისტორიული პიროვნების -სახელმწიფო მოღვაწე, მხატვარი, მუსიკოსი - გენიალოგიური ხის ფრაგმენტებს.
3.   პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოძიების  და მათი თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარი.
4. პროექტის მიზნები:გამოჩენილ პიროვნებათა ნათესაური კავშირების დადგენა. ოპტიმალური ვარიანტის არჩევა.
5.მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
6.  ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გავიგებთ სხვადასხვა გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრებისა და ნათესაური კავშირების შესახებ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო, კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ჩავუტარე ლექცია გრაფთა თეორიის მნიშვნელოვან საკითხებზე. გრაფებს ლოგიკური ამოცანების ამოხსნისას, სიმრავლეებს შორის შესაბამისობის თვალსაჩინოდ წარმოდგენისას ვიყენებთ.საინტერესო გამოვლინება აქვს ბმულ გრაფს, რომელიც არც ციკლს და არც მარყუჟს არ შეიცავს. მას შემოკლებით ,,ხე“-ს უწოდებენ. იგი გამოიყენება გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით წინადადებების წარმოდგენისას, მარტივი რიცხვების მამრავლებად დაშლისას, ქიმიაში, ბიოლოგიაში, აგრეთვე ნათესაური კავშირების აღწერისას წინაპართა რაიმე ოჯახიდან დაწყებული. მისწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ მასალები ისტორიული წყაროებიდან, ინტერნეტით და შეადგინონ რომელიმე ისტორიული პიროვნების -სახელმწიფო მოღვაწე, მხატვარი, მუსიკოსი - გინეალოგიური ხის ფტაგმენტი. მეორე  ჯგუფს დაევალება ამოხსნან ამოცანა: ხუთი ქალაქიდან  ყოველი ორი დაკავშირებულია რკინიგზით.მანძილები ცხრილითაა წარმოდგენილ

A
B
C
D
E
A
0
60
40
50
20
B
60
0
30
35
45
C
40
30
0
55
50
D
50
35
55
0
20
E
20
45
50
20
0

იპოვეთ უმოკლესი მანძილი, რომლითაც D ქალაქიდან გამოსვლისას ყველა ქალაქს მოვივლით და ისევ  D ქალაქში დავბრუნდებით. უნდა წარმოადგინონ ამოცანის შესაბამისი გრაფი.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჩავატარეთ შემაჯამებელი შეხვედრა. ორთავე ჯგუფმა წარმოადგინა თავისი ნამუშევარი  დიაგრამის სახით.
    10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მზიული ბაჯელიძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  mziulibajelidze@gmail.com